|
2019-12-21 13:22:57, 2466 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს
„სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში“ - ამ თემით გაიხსნა სპიკერების საჯარო ლექციები ბათუმში, რომელსაც რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამის ფარგლებში ტარდება. მისი მიზანი სექტორისთვის ტურიზმში ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგის, ტურიზმის მენეჯმენტის, გასტრონომიის, სერვისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაცნობაა. ტრენინგებისა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრით გახსნეს ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა. „დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ვასრულებთ 2019 წლის სატრენინგო პროგრამებს, რომლის ფარგლებში 800-მდე სექტორში დასაქმებული პირი გადავამზადეთ. ყველა ის თემა, რომლის შესახებაც ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი სპიკერები ისაუბრებენ, აუცილებელია წარმატებული ტურისტული ბიზნესის მართვის, პოპულარიზაციისა თუ სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით. რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სერვისის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ჩვენი ბიუჯეტი 2020 წლისთვის 100%-ით იზრდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს თქვენი ჩართულობით უფრო მეტი ტრენინგი დავგეგმოთ. რაც მთავარია, ყველა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა არის უფასო და მასში ჩართულობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია,“ მიმართა სექტორის წარმომადგენლებს თინათინ ზოიძემ. სპიკერების საჯარო ლექცია ორდღიანია. ის გუშინ ნათია გოცაძის, მერაბ გოცირიძისა და ქეთევან ალიმბარაშვილის ლექციებით დაიწყო. დღეს კი ტურიზმის მენეჯმენტის, ბრენდინგისა და გასტრონომიის მიმართულებით მსმენელებს საინტერესო თემებს ოთარ ქირია, ქეთი კვიჭიძე და ივანე ნადირაძე შესთავაზებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)