02:30 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 17:43:23, 1822 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრა დაესწრო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში“ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტის, ტომ ნიკოლსონის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე.

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2606 შემთხვევა დარეგისტრირდა, მ.შ. 1926 ახალი შემთხვევა. 2019 წელს აჭარაში 210 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“.

პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში.

2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.

პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ:

• ტუბერკულოზზე გამოკვლეული 9576 პირიდან 934 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 3 შემთხვევაში.

• შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 406 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 270 პაციენტმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics