03:09 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 17:37:23, 3175 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: რეფორმები ჯანდაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გამართა. ასევე, ისაუბრა დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

აჭარაში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემაც და აღნიშნა, რომ ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, სრულად არის ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ორიენტირებული. მისი თქმით, ეს რეფორმა შეძლებს იყოს გარდამტეხი ჯანდაცვის სფეროში. „რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენ მომავალ წელს  18%-ით ვზრდით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში პირველად აჭარაში მაცხოვრებლებს შეეძლებათ საზღვარგარეთ იმკურნალონ სახელმწიფოს დაფინანსებით. ასევე, ჩვენ ვზრდით ასაკობრივ მაჩვენებლებს რეინტეგრაციის ნაწილში. არასრულწლოვანთა დახმარებასთან დაკავშირებული ასაკობრივი ნიშნული 18 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მედიკამენტების ფასის რეგულირება და მათი ჭარბად დანიშვნის კონტროლი; საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics