|
2019-11-07 12:30:31, 1628 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის კონგრესმენებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ამერიკულ ინვესტიციას გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თონიკე რიჟვაძე ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად ბათუმის პორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას გაეცნო. ამერიკელმა კონგრესმენებმა ბათუმის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. თორნიკე რიჟვაძემ ქვეყნისთვის და რეგიონისთვის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ,,ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად დავათვალიერეთ ბათუმის პორტი და აქ მშენებარე ახალი ტერმინალი, რომელიც ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმში ხორციელდება მშენებლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს შესძენს არა მარტო აჭარას, არამედ მთლიანად საქართველოს" -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ხორციელდება საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით. კომპანია Wondernet Express Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება ტვირთის გადატანისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტერმინალის მშენებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ,,მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიცია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისთვის. ვუყურებ რა ამ პორტს და მომავალ პოტენციალს, ვხედავ თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მრავალმხრივი ურთიერთობები, იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოება თუ ეკომიკური უსაფრთხოება. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. აქ პირველად შვიდი წლის წინ ვიყავი და ვხედავ თუ როგორ შეიცვალა ეს ტერიტორია მას შემდეგ. ვამაყობ იმით, რაც აქ გაკეთდა და იმითაც, რომ მნიშვნელოვანია ამერიკის როლი საქართველოს მომავალი წარმატებისთვის", - განაცხადა ადამ კინზინგერმა. ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.
(NS)
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)