|
2019-10-29 14:42:52, 2545 ნახვა
რეგიონი
წლის ბოლომდე ყაჩაღანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლ ყაჩაღანში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს. საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც. ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გაეროს-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების" (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით. „UNDP", შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის (ყაღაღანისა და ჭრებალოს) მშენებლობას აფინანსებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „UNDP"-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხელი 2019 წლის 26 თებერვალს მოაწერეს. ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი" აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.
(NS)
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)