|
2019-10-25 13:54:22, 1996 ნახვა
რეგიონი
წლის ბოლომდე დუშეთს საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სახლი ექნება − მიმდინარე მშენებლობები იუსტიციის მინისტრმა მოინახულა
ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დუშეთის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად დუშეთში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპების ხელმძღვანელები. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი 200-მდე სოფლის 20 ათას მოქალაქეს მოემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს დუშეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს მოიცავს და მის სივრცეში ღონისძიებების მოწყობაც იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დუშეთის ტერიტორიული სამსახურისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა, თავად ტერიტორიული სამსახური კი ძველ საბჭოთა ფართში იყო განთავსებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ წყვილებს ექნებათ საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე, სვეტებიანი ტერასა და სკვერი დახვდებათ. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მისი რეკონსტრუქციის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი" აწარმოებს. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.
(NS)
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)