|
2019-10-25 11:12:17, 2127 ნახვა
რეგიონი
შუახევში ღია ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შუახევში, ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება და ადგილობრივების საჭიროებების გამოვლენას ემსახურება. პროექტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები დიალოგის ფორმატში განიხილება. ამჯერად, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე,აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში, დღვანისა და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების მოსახლეობას შეხვდენენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ღია შეხვედრის ფორმატი გააცნეს და მათი საჭიროებები პირადად მოისმინეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი. განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებებიც. 25 ოქტომბერს მოსახლეობასთან შეხვედრა შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება და მიზნად მოსახლეობის საჭიროებების გაცნობასა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას საჭიროებების გათვალისწინებას ისახავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)