05:49 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 15:11:00, 3341 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს შეხვდა

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კომპანიის დირექტორს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც  მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics