05:49 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:52:23, 3769 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში, შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“ მიმდინარეობს

სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) ინიციატივით, შვედეთის საელჩოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“ მიმდინარეობს.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან და რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფება  შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

სემინარზე განიხილება სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზები, სმენის თანამადროვე აპარატები, კომინიკაციის შესაძლებლობები და სხვა. 

შვედეთის საელჩოს ინციატივით, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით 23 სექტემბრიდან ქობულეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა I – III კლასის მოსწავლეთა სმენის სკრინინგი, სკრინინგს ანხორციელებდნენ შვედი სტეციალისტები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics