05:49 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 17:19:49, 3901 ნახვა

რეგიონი
მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა

ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მიულოცა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მარნეულია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიური  კერა, აქ არის აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მეცნიერებს ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს, ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო. 2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით - „ღვინობისთვე“ უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. „ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, ღვინის ფესტივალი უკვე გაიმართა თელავში, ხოლო 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალებს თბილისი და გურჯაანი უმასპინძლებს.

ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics