|
2019-10-10 13:11:30, 1464 ნახვა
რეგიონი
შუახევში რთველი მიმდინარეობს
შემოდგომა ძალაში შედის. შუახევის სოფლებში გლეხები მთელი წლის ნაშრომს, მოსავალს იღებენ და აბინავებენ. წლევანდელი წლის მოსავლით კმაყოფილია სოფელ ნენიაში მცხოვრები 70 წლის შოთა მიქელაძე. ფერმერს, რომელსაც ცოლიკაურის, ოჯალეშის , ჩხავერის ჯიშის ვენახი აქვს გაშენებული 2 ტონამდე მოსავალს ელის. აწარმოებს თავისი ეტიკეტით ღვინოსა და არაყს. ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აწყობს მარანს. მომავალი წლიდან ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება და საოჯახო სასტუმროს მოწყობასაც გეგმავს.
დღეს, ფერმერს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სტუმრობდა. ბარაქიანი მოსავალი მიულოცა, მარანი დაათვალიერა და სიმბოლურად რთველში მიიღო მონაწილეობა. შოთა მიქელაძე მევენახეობასთან ერთად მეთამბაქოეობასაც ეწევა. სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინასებით მოაწყო სასათბურე მეურნეობა, სადაც ერთწლოვანი კულტურები მოყავს. ფერმერი მომავალში მეცხოველეობის განვითარებასაც გეგმავს. გაშენებული აქვს ხეხილის ბაღი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)