|
2019-10-07 12:57:21, 1565 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა
პროექტ „ღია შეხვედრების" ფარგლებში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე და ფატი ხალვაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ. „მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ფორმატი გრძელდება და ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველგან შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ყველა მუნიციპალიტეტში," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს. მოსახლეობის მთავარ პრობლემად სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხები დასახელდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრების მსვლელობისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კაპრეშუმში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სოციალურ სახლში იქნება 39 საცხოვრებელი ბინა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. თორნიკე რიჟვაძემ ასევე მოინახულა განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზა, სადაც 1,05 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დაიგო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს. პროექტი „ღია შეხვედრები" საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)