|
2019-10-03 15:13:08, 3857 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს
ბათუმში NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი მიმდინარეობს, რომელშიც 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობს. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს. NATO-სგენერალური მდივნის მოადგილეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ. ,,ბათუმი და აჭარა უკვე ტრადიციულად მასპინძლობს მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს. დღეს გაიმართება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობს 29 მუდმივმოქმედი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება მაღალი რანგის სტუმარი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტმიოლერი",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით. ასევე, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას გამართავს. წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)