|
2019-10-01 11:32:41, 2890 ნახვა
რეგიონი
კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება
საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა. როგორც იური ნოზაძემ აღინიშნა, ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განხილვა რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა და იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტის, ჯოზეფინე ლანგლის განცხადებით, საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მზადდება შესაბამისი დოკუმენტი იუნესკოს ოფისში წარსადგენად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ვალერიან მჭედლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)