|
2019-09-24 12:47:43, 2580 ნახვა
რეგიონი
გავლენიანი არაბული გამოცემები აჭარაზე სტატიებს ამზადებენ
აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ. ჟურნალისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. არაბი ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად სტუმრობდნენ. აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები წელს ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ისრაელში, გერმანისა და მეზობელ ქვეყნებში გამოქვეყნდა. რეგიონში მოგზაურობას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe და Travel. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ მოწვევა რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)