|
2019-09-20 12:49:41, 2615 ნახვა
რეგიონი
ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. „ამგვარი შეხვედრების ფორმატი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ საკითხებზე ისაუბროს, რომლის მოგვარებაც პირველ რიგის აუცილებლობაა. მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის და სახელმწიფო პროექტების დაგეგმვის პროცესის დროს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)