|
2019-09-19 16:20:30, 3274 ნახვა
რეგიონი
„მედინასა“ და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინასა და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი და ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ. ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ღებულობენ, ამიერიდან ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას სამედიცინო სერვისებითაც ისარგებლებენ. "ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში რეგისტრირებულ პაციენტებს შესთავაზებს მაღალკვალიფიციურ, მაღალტექნოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებს და სხვა სამედიცინო სერვისებს", - განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ მედინას გენერალურმა დირექტორმა ნინო ქაჯაიამ. ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს, ასევე დაეხმარება სამედიცინო კომპიუტერული პროგრამის AccuracyMed-ის დანერგვასა და განახლებაში, აგრეთვე კადრების გადამზადებაში აღნიშნული პროგრამის შესაბამისად. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)