|
2019-09-16 17:08:10, 2379 ნახვა
რეგიონი
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. პატარებსა და აღმზრდელებს სასწავლო წლის დაწყება შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნისა და მახალაკიძეების ბაგა-ბაღებიდან მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. „ვულოცავ ახალ სასწავლო წლის დაწყებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებს და მშობლებს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ახლო მომავალში გავხსნით კიდევ ორ ახალ ბაგა-ბაღს, მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილი გვაქვს მახალაკიძეების საბავშვო ბაღის გადატანა პროექტით გათვალისწინებულ შენობაში, რომელიც შესაბამისი სტანდატრებით აღიჭურვება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საჭიროებისამებრ რამდენიმე ბაღს“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე. მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 11 საბავშვო ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 530-მდე აღსაზრდელი ირიცხება. პატარების აღზრდა - განათლებაზე 220 თანამშრომელი ზრუნავს. ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 2 ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)