|
2019-09-16 13:53:34, 1578 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სასწავლო წლის დაწყება ლეღვას საჯაროს სკოლის მოსწავლეებს მიულოცა
ახალი სასწავლო წელი სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული სკოლა დაათვალიერა. სკოლაში მთლიანად შეიცვლა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. "დილა დავიწყეთ ლეღვას საჯარო სკოლაში, რომელსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მე მინდა ყველა სკოლის მასწავლებელს და მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვუსურვო წარმატებები. განათლება არის მართლაც ეროვნული იდეა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დახმარებით მოხდა. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება. რეგიონის პირველი პირის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში მდებარე 46 საჯარო სკოლიდან 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)