|
2019-09-16 12:26:03, 1781 ნახვა
რეგიონი
კახეთში რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთში სხვადასხვა საწარმოს ყურძენი 6 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება კვლავ 8 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)