|
2019-09-14 13:04:17, 2343 ნახვა
რეგიონი
შუახევში სასპორტო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
შუახევში მცხოვრები ახალგაზრდები სულ მალე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული კომპლექსით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას. შუახევში მდებარე სასპორტო სკოლის შენობის სამშენებლო -სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მშენებლობის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში არესებული ობიექტის ერთ ნაწილში აშენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საჭიდაო დარბაზი და განთავსდება ფიტნეს ოთახები . რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებული სპორტ დარბაზს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იორ ბუილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 157631ლარი. დღეის მდგომარეობით შუახევის სპორტულ კომპლექსში, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის 500-მდე მოსწავლეა გაერთიანებული, რომლებიც სპორტის 20-ზე მეტ სახეობას ეუფლებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)