|
2019-09-13 16:42:50, 2242 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ კოლეჯზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შუახევში, სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი“ გაიხსნება. კოლეჯი, დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. შუახევის მერმა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით უკმაყოფილება და შენიშვნები გამოთქვა. მისივე დავალებით შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილების წერილი გაეგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხევაში კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე შესაბამისი სანქციები გატარდება. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,, ემემტე“ აწარმოებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დაასრულდეს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)