|
2019-09-13 16:18:00, 2538 ნახვა
რეგიონი
„კონსენსუსი ჩორჩანასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის“ - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მხარეებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ის უშედეგოდ დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ცენტრალური ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური შეხვედრები ისევ უნდა გაგრძელდეს. "შეხვედრაზე გაჟღერებულ იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები. შესაბამისად რა თქმა უნდა კონსენსუსი ამის თაობაზე მიღწეული არ არის. რაც შეეხება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებს ამ კონკრეტულ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია და ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. სამწუხაროდ მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტად უსაფუძვლოდჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი. მათი პოზიცია არ არის კონსტრუქციული და რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი", - განაცხადა ანთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)