20:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 12:22:45, 1177 ნახვა

რეგიონი
მავთულხლართების მიღმა მცხოვრები - 88 წელია საქართველოში ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!

 „88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!“ - ამ სიტყვებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს მიმართა.

როგორც  დათა ვანიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული აქვს წვდომა პენსიაზე, სამედიცინო მომსახურებასა და საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის გაყოფის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა.

„მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის „მოქალაქეობა“ და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის „მოქალაქეობა“ როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. „რა ვჭამო, რითი ვიარსებო? ხან ვინ მომაწვდის და ხან ვინ. როდემდე ვიყო ასე“, - აღნიშნა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფილი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფება. მედლინ მუნი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიგამყოფ ხაზთან  ჩავიდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics