09:33 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 15:07:24, 1872 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

ახალი სასაწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებთ, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების მენეჯერებს შეხვდა. მათთან ერთად განიხილა სასწავლო წლისთვის მზაობის საკითხები და არსებული მდგომარეობა.

„მომავალ თაობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად კი მაქსიმალური თანამშრომლობაა საჭირო. აღსაზრდელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა სააღმზრდელო პროცესში სრულყოფილად იყვნენ ჩართულნი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული სამუშაოებისთვის და საკითხები რომლებიც მოიტანეთ ჩვენამდე შესაბამისად აისახება ბიუჯეტში და იქნება მოგვარებული“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო - სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს 11 საბავშვო ბაღში და 9 ალტერნატიულ ჯგუფში განახლდება, სადაც 530-მდე  აღსაზრდელი ირიცხება. პატარების აღზრდა - განათლებაზე 220 თანამშრომელი იზრუნებს. ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 2 ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.


 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics