|
2019-09-02 10:18:15, 1288 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდს სპორტული ინვენტარი გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ეწვივნენ სკოლას, სადაც ქვემო ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისთვის ემზადება. მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს 4 საჩოგბურთო მაგიდა გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენ გოგონებს წარმატებები და საქართველოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვა. ასევე, გადაწყდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლაში არსებულ მეორე სპორტულ დარბაზს, სადაც ახალი სასპორტო ინვენტარი განთავსდება. სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის ამ სახეობას ხულოში, ახალგაზრდა სპორტსმენებს მინური რიჟვაძე ასწავლის, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე 30-მდე ჩემპიონი გაზარდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, რომელიც ჩინეთში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, საქართველოდან 7 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონიდან კი, მხოლოდ ქვემო ვაშლოვანის სკოლა იასპარეზებს. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თაკო და მარი რიჟვაძეები. დებთან ერთად ჩინეთში საქართველოს სახელით ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძეც წარსდგებიან. ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)