|
2019-05-08 10:44:27, 1244 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-მდე გაიზრდება
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით შენდება 7 ბაღი და სრულად რეაბილიტირდება 5 სკოლა, ახალ სკოლას კი ვაშენებთ სოფელ დარჩელში“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ზუგდიდის ბაღების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. მერობის კანდიდატის განმარტებით, ახალი ბაღების მშენებლობასთან ერად რეაბილიტირდება 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი. რაც შეეხება, ზუგდიდში არსებულ სკოლებს, წელს სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 სკოლას, ერთი კი შენდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი და მოხდება სხვადასხვა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციაც. „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებს. მათთან ერთად ის პრიორიტეტები და გეგმები განვიხილეთ, რომლის განხორციელებაც ჩემი მერად არჩევის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. მე ვაცნობე მათ იმის შესახებ, რომ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესები შემდგომშიც გაგრძელდება და შეუქცევადი იქნება მანამ, სანამ თითოეული პედაგოგის მოთხოვნილებები და ის შრომა საბოლოოდ არ იქნება დაფასებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ამ სფეროში ინფრასტრუქტურული კუთხით, ვგულისხმობ, ბაღებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
(NS)
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)