|
2019-05-01 12:06:51, 1259 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სასტუმრო „Best Western Premier“-ი გაიხსნა
ბათუმს კიდევ ერთი ხუთ ვარკსვლავიანი სასტუმრო "Best Western Premier"-ი შეემატა. ახალი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად გახსნა. რის შემდეგაც, თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო კომპლექსი ინვესტორებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო გახლავთ ამერიკული საერთაშორისო ბრენდის "Best Western Hotels & Resorts"-ის ფრენჩაიზი. სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრების უზრუნველსაყოფად სასტუმრო აღჭურვილია 2 საკონფერენციო დარბაზით და ბიზნეს-ცენტრით. ამ ეტაპზე სასტუმროში დასაქმებულია 50 ადამიანი. "Best Western Hotels & Resorts" არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის 72 წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის. სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენების კუთხით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. სასტუმრო "Best Western Premier" გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა და ბათუმელებმა.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)