|
2019-04-30 16:56:00, 1241 ნახვა
რეგიონი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 15 აპრილს დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები. 22-ე კმ-ზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კილომეტრზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება. „ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 - კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას. აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი ორგანიზაცია აქტიურად გააგრძელებენ სამუშაოებს რათა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგეს. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)