09:36 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-28 16:53:58, 1066 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - გილოცავთ ბათუმობას! მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი საზეიმო განწყობა და ბედნიერება თითოეული ბათუმელის ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ

დღეს, 28 აპრილს, 1888 წელს ბათუმისთვის სტატუსის მინიჭების დღესთან დაკავშირებით,   ,,ბათუმობა 2019" აღინიშნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ოჯახთან ერთად, ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. 

თორნიკე რიჟვაძემ ქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს კიდევ ერთხელ მიულოცა ბათუმობა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა სასიხარულო და მისასალმებელია.  

,,მინდა სახალხო დღესასწაული მივულოცო თითოეულ ბათუმელს. ორმაგად სიმბოლური დღეა დღეს. ბათუმობის დღესასწაული დაემთხვა აღდგომის დღესასწაულს. ძალიან ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავ დღეს და მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ეს საზეიმო განწყობა და ბედნიერება მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. სიმბოლურია, რომ ხელი მოეწერა 60 მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს  წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას ბათუმის ტერიტორიაზე.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმს დამეგობრებული ქალაქების კუთხე დაათვალიერა. მონაწილეობა მიიღო საპატიო ბათუმელების ტრადიციულ დაჯილდოების ცერემონიაში. საპატიო ბათუმელის ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებული ბათუმელები გახდნენ.

დღესასწაულის ფარგლებში ძველი ბათუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, ფრანების შოუ, თითების თეატრი.

დღესვე, საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე მიუზიკლი Welcome To Georgia დაიდგმება. მიუზიკლი საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს.

,,ბათუმობა 2019"  გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics