|
2019-04-25 17:04:46, 1279 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზი” სანერგე მეურნეობა მოინახულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა მოინახულეს. ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში მომგებიანი მეურნეობა შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა. „კოოპერატივი ნიქოზი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომელიც სანიმუშო და სამაგალითოა სხვა ფერმერებისთვის. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღი ზუსტად გამყოფი ხაზის მიღმაა. ერთია ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს მრავალწლიანი კულტურის გაშენებისა და თანამედროვე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის და მეორე და მნიშვნელოვანი, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ფერმერებისთვის დამატებითი შეღავათები არსებობდეს. ჩვენ ასეთი შეღავათები გავაჩინეთ ყველა მიმართულებით, რათა უფრო მეტი მოტივაცია ქონდეს გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ ფერმერს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის ცვლილებები შევა პროექტში „დანერგე მომავალი". მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად მინიმალური ფართობი იქნება 0,5 ჰა. ასევე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50% დახმარებას, ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი მიიღებს ნერგების ღირებულების 80% თანადაფინანსებას, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას. ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსგან ნაცვლად 40%-იანი გრანტისა, მიიღებს 50-%ს - არაუმეტეს 600,000 ლარისა.
(NS)
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
ტატა ხვედელიანი – ოცნება აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას
პენიტენციური უარყოფს, რომ პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა
ეროვნული ბანკი – მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)