08:43 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 18:13:38, 1275 ნახვა

რეგიონი
მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე მოსაცდელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს დაბაში ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ჩანჩხალოს და ნენიის ხიდებთან, ზამლეთში და ფურტიოს გადასახვევთან მოსაცდელების რეაბილიტაციას შპს ,, ლადა“ აწარმოებს.

ფრიდონ ფუტკარაძემ რამდენიმე პროექტზე შენიშვნები გამოთქვა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დროულად იქნას არსებული ხარვეზების გამოსწორება.

 ,,ნებისმიერ სამშენებლო პროცესს პირადად გავუწევ კონტროლს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესი იყოს მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებული და დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში“, - აღნიშნა შუახევის მერმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics