|
2019-04-24 16:58:52, 1242 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება მიულოცა. ,,ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მომავალ ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნის და გამოცდილების რეალიზაციას სამშობლოში წარმატებით შეძლებთ“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. წელს აჭარიდან მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი ექვსი მოსწავლე გახდა. 14-16 წლის მოსწავლეებს FLEX სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისინი ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მისი უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება. დაკვირვებით და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან ამერიკული ცხოვრების სტილს და აქტიურად ერთვებიან სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში. გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)