08:43 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:40:06, 1566 ნახვა

რეგიონი
შუახევში დედამიწის დღე აღინიშნა

22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

ამ დღის აღსანიშნავად, შუახევის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მოწყო პრეზენტაცია დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

ღონისძიებაზე ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა ბავშვებს ესაუბრნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც გააჩნია თითოეულ მოქალაქეს გარემოს დავცის კუთხით.

აქტივობებში ჩაერთნენ მოსწავლეებიც, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები აქტუალური გარემოს დაცვითი პრობლემების შესახებ. ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი ,, დედამიწის დღე“.

დედამიწის დღის დაწესების მიზანს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics