|
2019-04-11 15:07:06, 1842 ნახვა
რეგიონი
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება. დღეს პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის. ,, დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვა მოხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს პროექტი, ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის. შემცირდება ეკოლოგიური რისკები და მყარი ნარჩენების მართვა განხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გვქონდეს 10 წლით შეჩერებული პროექტები. გვჭირდება ეფექტურობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა „ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობებისშეძენა განხორციელდება. გარდა ამისა ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა მოხდება. მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი,პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
(NS)
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)