06:45 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 17:27:50, 2008 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 9 აპრილის მემორიალი დაიდგა

ბათუმში 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა.

დღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს,  ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე. „დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 გმირის სიცოცხლე შეეწირა. მინდა ქედი მოვიხარო ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ეროვნულ იდეალებს. ჩვენ და მომავალმა თაობებმა უპირობოდ პატივი უნდა ვცეთ ამ იდეალებს და ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა.

დღესვე, გმირთა ხეივანში მოეწყო  30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics