|
2019-04-08 11:01:08, 1543 ნახვა
რეგიონი
სერგეენკო: გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება
„იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე. მისი თქმით, გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. „მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ჩემთვის მართლაც დიდი პატივია თქვენთან ჩამოსვლა, თქვენთან ყოფნა და ურთიერთობა. მე ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, დაწყებული ჯერ კიდევ სტუდენტობიდან სპორტამდე. აქ ჩემი მეგობრებიც იმყოფებიან, ვისთან ერთადაც ახლაც მტეხავს ხოლმე მხარი თამაშების შემდეგ მაღაროს სტადიონზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისათვის და დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამხელა ისტორია და შესაძლებლობა აქვს ამ ქალაქს. იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირება. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა, ხედვა და იმის სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. ბატონ გივი მოდებაძეს დადასტურებული აქვს თავისი განვლილი ცხოვრებით, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძოს ნაბიჯები უკეთესობისკენ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ამ ადამიანისადმი და ასევე, გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას თითოეულ თქვენთაგანს“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)