|
2019-03-30 12:42:20, 1933 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ბავშვის ზრდის/განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი ინერგება
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების ზედამხედველობის სისტემა ინერგება. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. 0-დან 6 წლამდე ბავშვების შესახებ მონაცემები შევა ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული სისტემაში, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება დაბადების რეესტრს. ბავშვის დაბადებისთანავე ინფორმაცია ჩნდება სისტემაში და შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის გუნდი ინფორმირებულია მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც ქმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს. აღნიშნული პროექტის პილოტირება ხდება აჭარაში. პირველადი ჯანდაცვის ექიმები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი ვალდებულნი არიან, შეიყვანონ ბავშვის შესახებ მონაცემები პორტატულ ელექტრონულ ტაბლეტებში. პლანშეტებით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები ივლიან ოჯახებში და მოახდენენ ბავშვების მონიტორინგს, ოჯახების კონსულტირებას ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ. ექიმები აფასებენ ბავშვის განვითარების ტრაექტორიას, ბავშვის კვებას, მოახდენენ ბავშვის უგულებელყოფის და მასზე ძალადობის იდენტიფიცირებას. გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადას. ელექტრონული სისტემის საშუალებით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები ასევე აფასებენ ოჯახის ეკონომიკურ პირობებს და კონსულტაციას უწევენ დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დახმარების მიღებაში. მოდული ასევე აფასებს დედის ჯანმრთელობას მშობიარობის შემდგომ პერიოდში და შესაძლებელს ხდის დროულად გამოვლინდეს დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, განსაკუთრებით კი ბავშვზე მეთვალყურეობის კომპონენტის, გაუმჯობესებას და იმ ოჯახების დახმარებას, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები. საპილოტე რაიონების სოფლების პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ექიმებმა და ექთნებმა, გაიარეს დამატებით გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი. პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჭარაში აღნიშნული სისტემით უკვე დაარეგისტრირეს 650 ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვების შესახებ სისტემაში შევიდა მონაცემები და მიმდინარეობს მათი განვითარების მონიტორინგი. ბავშვის სრულყოფილი განვითარებასათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მოვლასა და მზრუნველობას ადრეულ ასაკში.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)