|
2019-03-28 15:26:59, 1570 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება
საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები მოინახულეს. სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 6 აპრილიდან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი მიიღებს და პირდაპირი ტრანსლაცია Eurosport-ის მიერ სამოცამდე ქვეყანაში განხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მსგავსი სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რომლებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ მსოფლიო მასშტაბის ჩემპიონატებს - ,, საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალი სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქს საშუალებას აძლევს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატებს, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. ასევე, პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ კომპლექსში ამ ეტაპისთვის ხორციელდება შიდა სამუშაოები. უკვე დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქციები და მიმდინარეობს შენობის გადახურვა. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, გამოიყოფა ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები. შენობას ექნება ღია ავტოსადგომი. კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პროექტის მიზანია რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოებზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)