10:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 18:21:36, 1992 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე ოფიციალური ვიზიტით ჰოლანდიაში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიწვევით ნიდერლანდებში იმყოფებიან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ნიდერლანდების სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებთან.

აჭარის დელეგაციის ვიზიტი სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის (TSPC) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით შეიქმნა. ჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N 10 დადგენილებით ჩამოყალიბდა. ა

ჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით. კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. კომისიის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, განიხილოს შრომითი დავები. ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ ჰოლანდიის პროფკავშირის ფედერაციასა და სამხრეთ ჰოლანდის მთავრობის წარმომადგენლებთან.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics