|
2019-03-21 17:58:52, 2004 ნახვა
რეგიონი
კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სათანადო ზონირებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, ბიოსფერული რეგიონის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველო იუნესკოში წარსადგენ დოკუმენტაციას მოამზადებს. პროექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყეების მდგრად მართვას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკო ტურიზმის განვითარებას. 2015 წელს, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ კახეთის რეგიონი შეირჩა - თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და მათი მიმდებარე დასახლებები. პროექტის წარმატებით განხორციელება მწვანე ეკონომიკის, განათლების, ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევების და სათანადო ცოდნის გაუმჯობესებას და შესაბამისად დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. საკოორდინაციო შეხვედრაზე სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების საკითხებზე და ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს. პროექტი „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მიხეილ ზუკოვის ფონდისა (Succow) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ ხორციელდება და მას კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)