|
2019-03-18 17:48:17, 2029 ნახვა
რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი ქედაში სოფლის კრებებს დაესწრო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებები ქედის მუნიციპალიტეტში დღეს ოფიციალურად დაიწყო. კრებები 7 ადმინისტრაციული ერთეულის 22 სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელში: მოსიაშვილებში, ბალაძეებსა და დანდალოში ჩანიშნულ კრებებს, მერის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა. ,,პროექტის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობა თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტებს. სოფლისთვის გამოყოფილი თანხით ხშირ შემთხვევაში ორი პრობლემა მაინც გვარდება. მისასალმებელია ქალების აქტიურად ჩართვა პროცესში. მეტიც, კრებებზე მათი ინიციატივები იქნა დადებითად გადაწყვეტილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მზია ბერიძე ახალგაზრდა დედაა. ოჯახი სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს და ხშირად საღამოობით, მცირეწლოვან შვილებს სკოლიდან- სახლამდე მისასვლელად თითქმის დაბურულ ტყეში უწევთ გავლა. მისასვლელ გზაზე გარე განათებების ქსელი რომ უნდა მოეწყოს, ქალბატონების ინიციატივაა, რასაც მთელმა სოფელმა დაუჭირა მხარი. ქალების ინიციატივას უყარეს კენჭი ასევე, სოფელ მოსიაშვილებში და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სოფლის ბიუჯეტით სასაფლაო შემოიღობება. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გარე განათებების ქსელი გაფართოვდება მოსიაშვილებში და დანდალოში, ბალაძეებში კი მგზავრთა მოსაცდელი აშენდება. შეხვედრებზე მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ აღნიშნა, რომ იდენტური პროექტის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად - გზების, გარე განათებების და ბიუჯეტში გაწერილი სხვა ღონისძიებების ფარგლებში, მერია თანამონაწილეობით შევა მოსახლეობის მიერ არჩეული პრიორიტეტების დასაფინასებლად. შეხვედრაზე პროგრამის მიღმა არსებულ პრობლემებსა და მის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 7 სოფლის მთლიანი ბიუჯეტი დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში - 80 000 ლარია. მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა კი 740 000 ლარს შეადგენს.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)