|
2019-03-18 10:21:44, 1853 ნახვა
რეგიონი
ტაშსკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის სრულად აღდგენა: გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების რემონტი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, გამანაწილებელი არხის 5კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. დაგეგმილია წყალგამშვები კვანძების და საექსპლუატაციო გზის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბებნისის და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო. საქართველოს მელიორაცია შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 , ხოლო საქართველოს მასშტაბით 30 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)