04:45 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 17:54:42, 1926 ნახვა

რეგიონი
პოლიციელებმა ჟურნალისტებს ხურვალეთში შესვლის საშუალება მისცეს

სოფელ ხურვალეთში სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალება მისცეს.

ამ დრომდე პოლიციას სოფელთან შესასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა და სოფელში მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ვერ შედიოდნენ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ.  ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics