|
2019-03-15 15:07:32, 1863 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ
სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ცენტალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ადგილზე ახალი მავთხულხლართები გაავლეს და ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზა დაიკავეს. ამასთან, მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" ცნობით, შეიარაღებული პირები მოსახლეობის კუთვნილ ეზოებსა და ბაღებში არიან განთავსებული. "ბლოკპოსტზე გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია ტყუილია, თუმცა ფაქტია, რომ სოფელ ხურვალეთში არ გვიშვებენ. ჩვენი წყაროა ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის დირექტორი, ქალბატონი ლუდა სალია, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას რომ ოკუპანტები მოსახლეობის კუთვნილ ეზოებსა და ბაღებში განთავსდნენ",- აცხადებენ მოძრაობის წევრები. შეიარაღებული პირების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას გაავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)