|
2019-02-28 16:38:33, 640 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 31 ოჯახს ბინა კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომა მნიშვნელოვანი სიახლით გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში. ,,მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვით 31 ოჯახს ბინა უსასყიდლოდ გადაეცემა კერძო საკუთრებაში. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში, მცხოვრებ 8 ოჯახს და კვირიკეში მცხოვრებ 12 ეკომიგრანტ ოჯახს და ქედის მუნიციპალიტეტის 11 ოჯახს. უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას ფაქტობრივ მფლობელებთან დაკავშირებით, რითაც ბევრი ოჯახის ყოფა კიდევ უფრო გაუმჯობესდება"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ" განკარგულების 4 პროექტი. საკითხი მთავრობამ განიხილა ეკონომიკური საბჭოს მიერ დადებითი რეკომენდაციის გაწევის შემდეგ. სხდომაზე განიხილეს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და ახალგაზრდობის კომპონენტის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მთავრობამ ასევე იმსჯელა, ,,სოფლის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული სოფელ ცეცხლაურსა და ოჩხამურში არსებული მიწის ნაკვეთი მოსახლეობასთან შეხვედრების, კრებებისა და სხვდასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)