|
2019-02-25 17:34:05, 738 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. აღნიშნული ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთოთხმეტეა. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს. გახსნის ცერემონიის პარალელურად, სოფელი საწირეს საზოგადოებრივ ცენტრში, სპეციალურ სივრცეში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიულ მოვლენებს ასახავს: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნები, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. სოფელი საწირეს საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. მსგავსი პროექტი დღეისათვის მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოშია განხორციელებული. საწირესა და მიმდებარე სოფლებში - ახალსოფელში, ბზიაურში, დაბაძველში, ზედუბანში, ძიროვანში, სოფელ სამტრედიასა და მანჭიორში მცხოვრებ მოსახლეობას პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად ტყიბულში ჩასვლა აღარ მოუწევს და აღნიშნულ სერვისებს ადგილზე, საწირეს ახალ საზოგადოებრივ ცენტრში მიიღებენ. ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს მდებარე გამაჯანსაღებელი კურორტი საწირე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენ, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფელის ტურისტულ პოტენციალს, ცენტრის მეშვეობით ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია სამყაროსთან მობილური კავშირის დამყარება, საბანკო მომსახურება, 24-საათიანი უკაბელო, უფასო ინტერნეტი და სხვ. ამ სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სოფელ საწირეს სტუმრებსაც შეეძლებათ.
(NS)
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)