|
2019-02-16 16:55:17, 785 ნახვა
რეგიონი
ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილმა თანხამ 9 000 000 ლარზე მეტი შეადგინა. აჭარის მთავრობამ კი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი.
(NS)
გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა
სვანეთში და ასევე ზღვაში დაკარგული ტურისტი ქალები გარდაცვლილები იპოვეს
ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია
ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)