|
2019-02-01 14:42:54, 575 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთადმინისტრის ახალი მოადგილე - ალექსანდრე დავითაძე, წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა. ,,მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი გაცხადებულია პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას. ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისოურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, უწყებაში ახალი მოადგილე წარადგინა. სულხან მოწყობილი დღეიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, კურირებას გაუწევს აგრარული კუთხით განსახორციელებელ პროექტებს. ,,მნიშვნელოვანია, რომ ის პროგრამები, რაც გვაქვს დაგეგმილი, იყოს ეფექტიანად განხორციელებული, მაქსიმალურად კოორდინირებული და სწორედ ამით არისგანპირობებული დღევანდელი გადაწყვეტილება", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონის ხელმძღვანელმა ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღნიშნა, რომ დარგს ექნებახელშეწყობა მთავრობის მხრიდან. „სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქსიმალურად გვინდა გავაუმჯობესოთ ეფექტურობა ყველა რგოლში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში საქმიანობს. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ოჯახების შემოსავალი, რაც ტურიზმთან ბმაშიგანხორციელდება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა
სვანეთში და ასევე ზღვაში დაკარგული ტურისტი ქალები გარდაცვლილები იპოვეს
ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია
ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)