|
2018-12-25 10:09:56, 621 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, „მაგნოლია 2018“-ის ფარგლებში, საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს
ბათუმში „მაგნოლია 2018“-ის ყოველწლიური ცერემონიის ფარგლებში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს. ცერემონიაში მონაწილეობა 27 ნომინანტმა მიიღო, მათ შორის გამოვლინდა 9 გამარჯვებული. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, კაფე-რესტორნები, ღვინის მარნები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები, გიდები. ცერემონია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ,, წელს გვქონდა ძალიან წარმატებული წელიწადი. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ხმელთაშუა ზღვის წამყვანი ტურისტული მიმართულების კონკურენტი და სულ ახლახანს, ბათუმი Airbnb-ის 2019 წლის ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიღწევა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დაუღალავი შრომით, ჯანსაღი და სწორი ხედვებით ვითარდება რეგიონი და განსაკუთრებით ტურიზმი, რომელიც გახლავთ არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად ქვეყნის ლოკომოტივი. მთელი გუნდი მუშაობს, რომ მსგავსი მიდგომით უფრო დიდი შედეგები გვქონდეს და ამ შედეგებმა პირველ რიგში სარგებელი მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი მიზანია აჭარა და ბათუმი გახდეს რეგიონალური ჰაბი რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ამართლებს ტურისტების მოლოდინს."- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დაჯილდოების ცერემონიას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია" აჭარაში 2015 წლიდან იმართება.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)